— ჩვენი სერვისის ოთხი ძირითადი მიმართულება
ერთი ორგანიზაცია. ოთხი სხვადასხვა მიმართულება.
LEAD მიმართულია ოთხი დამოუკიდებელი აუდიტორიისკენ — პედაგოგები, სკოლის ხელმძღვანელები, მოსწავლეები და სტუდენტები. თითოეული ჯგუფისთვის იქმნება საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამები.
/ აირჩიე შენი მიმართულება
ყოველი პროგრამა მორგებულია კონკრეტულ გამოწვევასა და საჭიროებაზე
მასწავლებლებისთვის
მენეჯერებისთვის
აბიტურიენტებისთვის
ახალგაზრდებისთვის
მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება
სკოლების მხარდაჭერა და კონსულტაციები
პროფესიული ორიენტაცია
სეზონური ბანაკები
საგამოცდო და საუნივერსიტეტო მომზადება, მათ შორის საზღვარგარეთ არსებულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში დახმარება. ჩვენი მიზანია კონკურენტული უნივერსიტეტისთვის მზაობის ეტაპობრივი და გაზომვადი შენება.
მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები და პრაქტიკული სემინარები, რომლებიც ეფუძნება პედაგოგების გამოწვევებსა და საჭიროებებს — იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისთვის.
განვითარება და ხარისხის გაუმჯობესება იმ დაწესებულებებისთვის, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა — მხარდაჭერა, რომელიც ხორციელდება უშუალოდ სკოლაში და არა დისტანციურად.
ზამთრისა და ზაფხულის ბანაკები, რომლებიც დატვირთულია, ახალგაზრდების განვითარებისათვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამებით. არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი აქტივობები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების თავლსაწიერის გაფართოებას და სხვადასხვა უნარების განვითარებას.


პროგრამების რეალურ სივრცეში შემუშავება და პილოტირება
თითოეული მიმართულება სამიზნე ჯგუფების უშუალო მონაწილეობით იქმნება და მათი უკუკავშირის საფუძელზე იხვეწება.
არცერთი პროგრამა არ მიმდინარეობს მონაცემთა შეგროვების, დამუშავების და ანალიზის გარეშე. რაც უზრუნველყოფს მომხარებელზ ემორგებულ მაღალი ხარისიხს მომსახურებას.
ვერ იპოვეთ რომელი მომსახურებაც გჭირდებათ?
მიმართეთ ჩვენს გუნდს.
ჩვენ განვსაზღვრავთ თქვენზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამას ან საკონსულტაციო გზას და ორი სამუშაო დღის ვადაში წარმოგიდგენთ შემდგომი მოქმედების გეგმას.
